ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ, საავტორო უფლებებზე, თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტ რესურსები.
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით,განსაკუთრებით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თემატური და შინაარსობრივი კითხვების გამოყოფა ვფიქრობ ამ მოდულზე მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ და განვახორციელებ ჩემს პრაქტიკაში.
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.მოდულმა დამანახა თუ რამდენად აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში,რათა მოსწავლეებს დავეხმაროთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
Comments
Post a Comment